ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, ეროვნული მიზნები არ დავაზიანოთ
„ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, საქართველო პატარა სახელმწიფოა და როდესაც გიგანტები ერთმანეთში ომობენ, ჩვენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე უნდა ვიზრუნოთ.
„ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესია, ეროვნული მიზნები არ დავაზიანოთ. საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ გვაქვს. სანდუს ჰქონდა რაღაცის იმედი აქ, 4 ოქტომბრის მანიფესტანტებს მოუწოდებდა, გაილაშქრეთო და დღეს აცხადებს, ჩემს ქვეყანას სხვა ქვეყანას შევუერთებო. ჩვენ ასეთი იმედით არ ვცხოვრობთ. ჩვენი თავის იმედით ვცხოვრობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს მთავრობის გადასაწყვეტია, და ამ საკითხზე მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ნანახი გვაქვს ტრამპის განცხადება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. მერე იწყება მთელი როგი გამონაკლისები, იმას არ ეხება და ამას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი მომზადების, ინფორმაციის დაზუსტების შედეგად“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.