ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა
By

ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა

უცხოური მედია დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს. Bloomberg-ის ცნობით, ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა. არსებული ინფორმაციით, ბალისტიკური და მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება, რომლებიც 2021 წლის ოქტომბრიდან, ანუ ომის დაწყებამდე იწყება, დაახლოებით 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

შესყიდვები მოიცავს: მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, ასევე მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.

ირანმა რუსეთს ასევე მიაწოდა მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი, ასევე „შაჰედ 136“-ის ტიპის „კამიკაძე“ დრონები და ტექნოლოგია რუსეთის ტერიტორიაზე მათი წარმოებისთვის. დრონებთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომელსაც ხელი 2023 წლის დასაწყისში მოეწერა, 1.75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

დასავლური წყაროების ცნობით, საერთო ჯამში, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

 

  • No Comments
  • იანვარი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *