თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენთან ანა პაულინა ლუნასთან, რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს.
როგორც ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, სამომავლო შესაძლებლობები.
კონგრესმენი ლუნა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრი, ფედერალური საიდუმლოებების გასაჯაროების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერია. ასევე აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები. საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.