სულხან თამაზაშვილი: მსგავსი ინიციატივები ბავშვებში თანაგრძნობის  უნარს აძლიერებს
By

სულხან თამაზაშვილი: მსგავსი ინიციატივები ბავშვებში თანაგრძნობის  უნარს აძლიერებს

ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარებისთვის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებმა საახალწლო კონცერტი გამართეს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ კონცერტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვებში სოლიდარობისა და თანაგრძნობის განცდის ჩამოყალიბებაში.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც სათნოების სავანის გაფართოებასა და ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ღონისძიებას ასევე,  ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე,  კონცერტის ფარგლებში ბავშვებმა მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე ეწვია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის საბავშვო ბაღს, სადაც აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი წელი მიულოცა.

  • No Comments
  • იანვარი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *