პროგრამების განხორციელება დაწყებულია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 17 პროგრამას განახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 4 031 600 ლარს შეადგენს.
ეს პროგრამებია: ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება; მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება; თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა; ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება; ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობა; სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა; მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის ფინანსური დახმარება; 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციალური სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად ფინანსური დახმარება; საქმიანობათა ცენტრი ქედაში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის; სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების (ბინის ქირით უზრუნველყოფა) ფინანსური დახმარება; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და მარჩენალდაკარგული პირების ფინანსური დახმარება; შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა. პროგრამების განხორციელება უკვე დაწყებულია.
თამაზ მგზავრიძე