By
ირაკლი კობახიძე კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.