მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო
By

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის წევრი. აქამდე, იურიდიულად, ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით, მოლდოვა დსთ-ის წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, –აღნიშნა მიჰაი პოპშოიმ.

მინისტრის განცხადებით,  ეს სამი დოკუმენტი, გახლავთ დსთ-ის წესდება, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმება და ამ შეთანხმების დანართი.

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *