სერგეი ლავროვი – თუ წაიკითხავთ ევროპელი ლიდერების განცხადებებს, ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის სერიოზულად ემზადებიან
By

სერგეი ლავროვი – თუ წაიკითხავთ ევროპელი ლიდერების განცხადებებს, ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის სერიოზულად ემზადებიან

– რუსეთი უკრაინის კრიზისის დიპლომატიის გზით გადაწყვეტის ერთგულია, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა, თუმცა დასავლეთი ყველა შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

„თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჩვენმა დასავლელმა, პირველ რიგში, ევროპელმა მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ჩასაშლელად“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს.

„ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ. თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *