ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო
By

ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო

ბათუმის მერმა  გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა, რომელსაც აღნიშნულ უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უხელმძღვანელებს.

ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“ დირექტორის პოზიციაზე ეკონომიკის დოქტორი ნატალია ძიძიგური დაინიშნა, რომელიც 2025 წლის ოქტომბრამდე ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ა(ა)იპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელად ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი თამარ გაბაიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა.

მერიის ინფორმაციით, წარდგენისას ბათუმის მერმა განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მერიის ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და შესაბამისი მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება.

გიორგი ცინცაძემ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *