ტანკერ Veronica-ზე ქართველი მეზღვაურები არ იმყოფებიან
By

ტანკერ Veronica-ზე ქართველი მეზღვაურები არ იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

„აშშ-ის შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს, კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

 

  • No Comments
  • იანვარი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *