ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
By

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.

 

  • No Comments
  • იანვარი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *