დონალდ ტრამპი – „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთია, რომლის დადებაც მსურდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც სურდა.
კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს რთული საკითხია“.
„ამას მოგვიანებით განვმარტავთ, მაგრამ ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმება, „ფაქტობრივად, კონცეფციას წარმოადგენს“.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანიამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„ვვარაუდობ, რომ ეს გააკეთეს, რადგან რუტე მათ წარმოადგენს. ის ძლიერი ლიდერია და, ვფიქრობ, მათ ესაუბრება. ის ყველასთან საუბრობს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.