აბას არაღჩი: მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები
By

აბას არაღჩი: მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ყვლეფს, რათა თავისი კორუმპირებული გენერლების ჯიბეები შეავსოს და დაუპირისპირდეს, მისი თქმით, უკანონო აგრესიას, რომელიც გაეროს წესდებას არღვევს“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ზელენსკი „ღიად და უტიფრად მოუწოდებს აშშ-ს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიისკენ, რაც გაეროს წესდების დარღვევას წარმოადგენს“.

„ბატონო ზელენსკი, მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები. თქვენი უცხოეთიდან მხარდაჭერილი და დაქირავებული ჯარისკაცებით სავსე არმიისგან განსხვავებით, ჩვენ, ირანელებმა, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და არ გვჭირდება უცხოელებისთვის დახმარების თხოვნა“, – წერს არაღჩი.

 

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *