By
აჭარის ახალგაზრდობის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი – ნინო დოლიძე წარადგინა.
ნინო დოლიძეს ახალგაზრდებთან მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს, ისაუბრა ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებზე.