დონალდ ტრამპი – ზელენსკის შეთანხმების დადება სურს
By

დონალდ ტრამპი – ზელენსკის შეთანხმების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზადაა.

„ყველა პარამეტრი ცნობილია. რაიმე ახალს არ განვიხილავთ – ეს საკითხები ექვსი ან შვიდი თვეა განიხილება. მან თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს,“ – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დავოსში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

 

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *