მასწავლებელთა მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება – სამუშაო შეხვედრა აჭარაში
By

მასწავლებელთა მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება – სამუშაო შეხვედრა აჭარაში

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მასწავლებელთა მხარდაჭერისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება აჭარის რეგიონის მასშტაბით.

 

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *