ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციები მკაცრდება
By

ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციები მკაცრდება

როგორც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების ფონზე ზრდის ზეწოლას „ჩრდილოვან ფლოტზე“ და სანქციებს ამკაცრებს.

„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაფარონ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ირანის რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის. OFAC-ის სამიზნეა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემი და მათი მფლობელები, მმართველი ფირმები, რომლებსაც უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *