By
შეხვედრა – მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში არსებული მდგომარეობა, აგრეთვე, სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები. ყურადღება გამახვილდა ზამთრის პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობასა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების მიზნით.