By
სულხან აბულაძე სპორტული ცენტრის ხელმძღვანელია
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბათუმის სპორტულ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დღეიდან სულხან აბულაძე შეასრულებს, რომელიც ამავე უწყებაში უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სპორტული ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, სამწვრთნელო და სასწავლო პროცესები, ასევე, სამომავლო გეგმები, რომლებიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს.
გალერეა

