სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრეს
By

სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ ფერმერებს და აგრომეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა უწყების მიერ 2026 წელს დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე, მხარდაჭერის მექანიზმებზე და სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ კომპონენტს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში – არანაკლებ 7 პროექტი.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 40,9 მლნ ლარით განისაზღვრა, იგი მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.

– ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებში, რათა ფერმერებს გავუჩინოთ მოტივაცია, ჩაერთონ სამინისტროს პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი, – განაცხადა დენის სალუქვაძემ შეხვედრაზე.

სამისისტროს ინფორმაციით, 2026 წლისათვის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს აგროსერვისის განვითარება რეგიონში.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *