საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნა
By

საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი 26 იანვარს გამოიცა და უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების თანახმად, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.
უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1996 წლიდან საქმიანობს. სხვადასხვა პერიოდში ის უკრაინის კონსული იყო სტამბულში, გენერალური კონსული – კრაკოვში, ხოლო 2015–2022 წლებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს სლოვენიაში იკავებდა.

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *