ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში წარადგინა
By

ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ საბჭოს წევრებს საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებზე.
სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ. მიმდინარე ციკლში საქართველოს დელეგაცია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

  • No Comments
  • იანვარი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *