ჰაკან ფიდანი: ირანზე თავდასხმა არასწორია
By

ჰაკან ფიდანი: ირანზე თავდასხმა არასწორია

„ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზადაა ბირთვულ საქმეზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებული ფაილები ერთმანეთის მიყოლებით დახურეთ. დაიწყეთ ბირთვული საკითხით, დახურეთ და ნუ მიიღებთ პაკეტად. თუ მათ პაკეტად წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ამის აღქმა და გადატანა ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის კი რთული ასახსნელი იყოს. „თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

 

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *