სოფლის ექიმებს 2026 წლის პროგრამები გააცნეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა და სამინისტროს 2026 წლის პროგრამები გააცნო.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2026 წელს, დაფინანსება 7 მილიონით გაიზარდა და 87 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სერვისების დაფინანსება. ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში 75 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
– ვაგრძელებთ სოფლის სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას. სამინისტრო ყოველთვიურად გასცემს ექიმისა და ექთნის სახელფასო დანამატს, მთავრობის გადაწყვეტილებით კი აღნიშნული დახმარება ყოველწლიურად მზარდია. ასევე, სოფლად მცხოვრები ქრონიკულად მოავადე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადავცემთ ჟანგბადის კონცენტრატორებს. ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 2026 წელს, 200-ზე მეტი კონცენტრატორი იქნება შეძენილი, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, 2026 წელს, სამინისტრო ჯამში 39 პროგრამას განახორციელებს.
გალერეა

