აჭარა – აშშ-ის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე
By

აჭარა – აშშ-ის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია აშშ-ის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე New York Travel & Adventure Show გაუწია.

გამოფენის ფარგლებში ვიზიტიორებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და სტენდთან მიმდინარე პრეზენტაციებისას მის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ.

გამოფენის მსვლელობისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა სარეკლამო და ტურისტული კომპანიების, მედიისა და საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან.

გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. წელს, New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტიორი სტუმრობდა.

 

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *