არსებულ სივრცეს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ
By

არსებულ სივრცეს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ

ბათუმის ბულვარში, უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება. ძველ ბულვარში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ განთავსებული უსახური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების ტექნიკით, ბულვარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების ჩართულობით განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოები მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება და კვების, დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგებასა და ბულვარის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე, ტერიტორიიდან მსუბუქი კონსტრუქციები გააქვთ და მალე არსებულ სივრცეს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *