სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
By

სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

პუშკინისა და სულაბერიძის ქუჩების ცალკეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას. სამუშაოების შედეგად არსებითად გაიზრდება სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა.

პროექტის ფარგლებში, სამუშაოები უკვე დასრულებულია სულაბერიძისა და იმედაშვილის ქუჩების მონაკვეთებზე. ამ დროისთვის გზა სრულად გახსნილია პუშკინის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩის მიმართულებით, ასევე, იმედაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.

ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს იმედაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტი სრულად განხორციელდება.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *