რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ადამიანი
By

რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსებმა ვოლნიანსკში კერძო სახლებზე დრონებით იერიში მიიტანეს. ხანძარი გაჩნდა სახლები განადგურდა. სამწუხაროდ, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.

მაშველების ცნობით, დაზიანდა 7 კერძო სახლი და ერთი დაინგრა.

 

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *