კომისია სამშაბათს შეიქმნება
By

კომისია სამშაბათს შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია სამშაბათს შეიქმნება და სრულფასოვან მუშაობას ხუთშაბათიდან შეძლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაამხილა, რომ კომისია 3-თვიანი ვადით შეიქმნება.

„ვნახოთ, რა იქნება შედეგები. კარგი სიგნალი ის არის, ვხედავთ, თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რომლებსაც დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები და ხარვეზები ამ ჯაჭვში, ზუსტად ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს. ამიტომაც არის კომისია და საკითხის მოკვლევა ხდება. რაზეც შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად, ზუსტად ისე მოვიქცევით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

  • No Comments
  • იანვარი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *