ზაზა დიასამიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ მაჭახლისპირში აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი გასართობი სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მწვანე სივრცე, სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი მოედანი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესაძლებლობას მისცემს.
სოფელ ზედა თხილნარში, დუმბაძეების მიმართულებით, ხორციელდება შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს არმირებული ბეტონის საფარით გზის მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, ასევე, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
გალერეა

