ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია, შემიძლია მისი კიევში მოწვევა – დაე, მოვიდეს, საჯაროდ ვიწვევ
By

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია, შემიძლია მისი კიევში მოწვევა – დაე, მოვიდეს, საჯაროდ ვიწვევ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა მისთვის შეუძლებელია.

„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევა, შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.

„მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ლიდერებს შორის შეხვედრის ნებისმიერი რეალური ფორმატი მისაღებია უკრაინული მხარისთვის.

„ყოველთვის ვამბობდი: მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, ომის დასრულების საკითხზე, თუმცა მოსკოვსა და ბელარუსში ეს, უბრალოდ, შეუძლებელია და სრულიად ნათელია, რატომ – რადგან ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაგან ერთი აგრესორია, რომელმაც დაიწყო და აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, გვხოცავს, ხოლო მეორე ქვეყანა მისი პარტნიორია ამ ქმედებებში,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

 

  • No Comments
  • იანვარი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *