ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი
By

ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი

აჭარის კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სივრცის და ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა, რომელზეც  წარმოდგენილი იყო ხალხური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა თექის დამუშავების მასტერკლასი, კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა, ასევე, ტრადიციული სამოსის ჩვენება-პერფორმანსი, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა სალამურის ჰანგებით.
გამოფენა 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.

 

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *