ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან – ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).