ისრაელმა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გახსნა
By

ისრაელმა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გახსნა

ისრაელმა ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი ფეხით მოსიარულეებისთვის ხელახლა გახსნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საზღვრის გახსნა პალესტინელებს საშუალებას მისცემს, დატოვონ ანკლავი და დააბრუნონ ისინი, ვინც ომის დროს ღაზა დაოტვეს.

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნა შეზღუდული იქნება, ისრაელი პალესტინელების შესვლისა და გასვლის უსაფრთხოების შემოწმებას მოითხოვს. ამასთან, ისრაელი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მოგზაურთა რაოდენობაზე შეზღუდვებს დააწესებენ.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელთან ევროპული მონიტორინგის ჯგუფები ჩავიდნენ.

ისრაელმა სასაზღვრო გადასასვლელი 2024 წლის მაისში დახურა, ღაზის ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით დასრულდა.

დახურვამ დაჭრილი და ავადმყოფი პალესტინელებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრება სურდათ, მნიშვნელოვანი გზა გადაკეტა. გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს ისრაელის გავლით მესამე ქვეყნებში სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლის უფლება მიეცა, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მკურნალობა კიდევ ათასობით ადამიანს სჭირდება.

რაფაჰის ხელახლა გახსნა ტრამპის მიერ წარდგენილი ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.

Reuters-ი წერს, რომ რაფაჰის ხელახლა გახსნის მიუხედავად, ისრაელი კვლავ უარს ამბობს ღაზაში უცხოელი ჟურნალისტების დაშვებაზე, რომლებსაც ომის დაწყებიდან ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

 

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *