თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა
By

თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელ ბანუ თერზიოღლუს და ვიცე კონსულს თალჰა ბაიეზითს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის კულტურის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სივრცეში კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, კულტურული დიპლომატია ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონის ცნობადობის და ვიზიტორების გაზრდას.

თავის მხრივ, თურქეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ბანუ თერზიოღლუმ, თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *