საკონსერვაციო საამუშაოები არტეფაქტების დაცვას უზრუნველყოფს
By

საკონსერვაციო საამუშაოები არტეფაქტების დაცვას უზრუნველყოფს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების ნაეკლესიარზე აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული ლითონის არტეფაქტების გაწმენდა და კონსერვაცია.

არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს შორის არის ბრინჯაოს სეგმენტისებური იარაღი, ისრისპირი, ზარაკი,  რგოლები, სპილენძისა და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ნათლად ასახავს სხვადასხვა ეპოქის მატერიალურ კულტურასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

უწყების ინფორმაციით, განხორციელებული საკონსერვაციო საამუშაოები უზრუნველყოფს არტეფაქტების დაცვას, მათ სამომავლო სამეცნიერო კვლევასა და საგამოფენო სივრცეში განთავსებას. სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *