ირაკლი კობახიძე – ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ
By

ირაკლი კობახიძე – ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ

„ინვესტორთა ნდობა იზრდება, „იგლ ჰილსის“ მიერ ახლახან განხორციელებული 6.6-მილიარდიანი ინვესტიცია მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.  „ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ, მეოთხე ადგილზე. Fraser Institute-ს მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში, NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *