ლევან კვანტალიანი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორად დაინიშნა
By

ლევან კვანტალიანი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორად დაინიშნა

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორად ლევან კვანტალიანი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი კომპანიის თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარუდგინა.

პროფესიით ფინანსისტს ლევან კვანტალიანს, საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობდა.

კომპანიის დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე გოჩა გაბრუშიძე ასრულებდა, რომელიც საქმიანობას შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მხარს დაუჭერს კომპანიას დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

 

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *