საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
By

საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ

ესპანეთი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირას წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე, ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას აპირებენ საბერძნეთშიც. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ადასტურებს.
სოციალურ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც. მანამდე კი, 2025 წლის დეკემბერში, ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *