By
ძველ ბულვარში კაფე-ბარის დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი ინტენსიურად გრძელდება. ამჟამად, ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა.
სამუშაო პროცესი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და „ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფების ჩართულობით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული სივრცე მოწესრიგდება და სრულად აღდგება მწვანე საფარი. უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.