მთავრობის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება –  თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება
By

მთავრობის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება – თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის  გაერთიანების იდეა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს გაახმაურა.  ამ გადაწყვეტილებამ ვნებათაღელვა გამოიწვია. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძის განცხადებით, რე­ფორ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის ბაზ­რის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს და ბაზ­რის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მის გახ­დის, ასე­ვე, გა­უ­ი­ო­ლებს სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბას და და­საქ­მე­ბას მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.  მისივე მტკი­ცე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ,  დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან ყვე­ლა პროგ­რა­მას და იქ, სა­დაც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მოხ­დე­ბა ერ­თი­ან კომ­პო­ნენ­ტად შე­ჯე­რე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბა ისე, რომ არ­ცერ­თი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან არ დარ­ჩეს უნი­ვერ­სი­ტეტს მიღ­მა.

,,ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა და პრე­მი­ე­რის მიერ სა­ჯა­როდ წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან მრა­ვალ­გზის გან­ხილ­ვას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მოხ­და მისი დამ­ტკი­ცე­ბა“, – აღნიშნა მიქანაძემ. მისივე თქმით „სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოხ­დეს ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ორ ჰაბს, რო­მე­ლიც კონ­ცეფ­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა – ეს არის თბი­ლი­სი და ქუ­თა­ი­სი, სა­დაც მოხ­დე­ბა „ერთი ფა­კულ­ტე­ტი ერთ ქა­ლაქ­ში“ პრინ­ცი­პის დაც­ვა და სწო­რედ ამ პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მოხ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს პროგ­რა­მე­ბის და­და­რე­ბა, სა­კად­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ პრინ­ციპს ემ­სა­ხუ­რე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის ორი ყვე­ლა­ზე დიდი, ფლაგ­მა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – თბი­ლი­სის

 

სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა გა­ერ­თი­ან­დეს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე“, – თქვა მინისტრმა. რო­გორც მი­ქა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­გეგ­მი­ლია წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რის პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით, ღია სა­ჯა­რო კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩე­ვა და კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პრო­ფე­სო­რებს შე­არ­ჩევს. „წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რის პო­ზი­ცია  არის და­მა­ტე­ბი­თი პო­ზი­ცია და არ ჩა­ა­ნაც­ვლებს არ­ცერთ მოქ­მედ აკა­დე­მი­ურ პო­ზი­ცი­ას. წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რის პო­ზი­ცია შემ­დგო­მი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით, ღია სა­ჯა­რო კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩე­ვა და კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პრო­ფე­სო­რებს შე­არ­ჩევს“, – გან­მარ­ტა მი­ნის­ტრმა.  რაც შე­ე­ხე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, მი­ქა­ნა­ძის თქმით, მას შემ­დეგ, რაც კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­საძ­ლებ­ელი გახ­დე­ბა, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შე­იქ­მნე­ბა დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო – საბ­ჭო, რო­მელ­შიც პა­რი­ტე­ტის დაც­ვით თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.  „სწო­რედ ისი­ნი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას იმის­თვის, რომ ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და რე­ფორ­მის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყონ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და შემ­დგომ ხა­რის­ხი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი“, – აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას სტუდენტების ნაწილის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.  ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის ნა­წი­ლმა გან­ცხა­დე­ბა გაავ­რცე­ლა. 62 პრო­ფე­სო­რი­დან, რო­მელ­მაც გა­მო­კი­თხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არ­ცერ­თი არ ეთან­ხმე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდე­ას. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, შე­ჩერ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუს­სა და სტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე, და­ი­წყოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის ღია წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: ,,მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ის არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, წარ­სუ­ლი, აწ­მყო­ცა და მო­მა­ვა­ლიც; ად­გი­ლი, რო­მელ­საც ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე პი­როვ­ნუ­ლი მო­მა­ვა­ლი გა­ნუ­სა­ზღვრია; ად­გი­ლი, სა­დაც ყა­ლიბ­დე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ერი. ამ წე­რი­ლით კი­დევ ერთხელ ვა­ფიქ­სი­რებთ, რომ თსუ არ არის უბ­რა­ლოდ ინ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რულ, ან სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის­გან მო­ვი­თხოვთ:
შე­ჩერ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუს­სა და სტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ნაჩ­ქა­რე­ვი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს მის აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს
და­ი­წყოს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, სა­ჯა­რო და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.
ამასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  როგორც მასში აღნიშნულია, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციის“ არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან.  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. თუმცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.  სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები), სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში. ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. მისი არსებობის 104-წლიანი ისტორიის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში“, – ნათქვამია წერილში.
ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა შედგა. საბჭოს წევრი თამარ ვეფხვაძე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროში თსუ-ს წარმომადგენლებთან ძალიან საჭირო შეხვედრა გაიმართა და უმჯობესი იყო, ასეთი შეხვედრა უფრო ადრეც გამართულიყო.
როგორც თამარ ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დაისვა მწვავე კითხვები. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე იყო პოზიტიური ნიშნები, თუმცა, როგორც განმარტა, ეს არ ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არგაერთიანებას, რადგან აღნიშნული ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თამარ ვეფხვაძის თქმით, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა დეტალებზე, რომ პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს.  „ეს იყო ძალიან საჭირო შეხვედრა, მიმაჩნია, ცოტა დაგვიანებულიც. უპრიანი იყო, უფრო ადრეც ყოფილიყო ამ ფორმატში შეხვედრები. დაისვა ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა. გარკვეული პოზიტიური და იმედისმომცემი ნიშნები ნამდვილად იყო. რომ არ გაერთიანდება – არა, უკვე ძალიან ცალსახად განაცხადა სახელმწიფომ, რომ ეს ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე და იმაზე, რომ პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული“, – განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს გაერთიანების ვადას რაც შეეხება, ალბათ მინიმალური იქნება ექვსი თვე, თუმცა შეიძლება, ის გაგრძელდეს გასაგები მიზეზების გამო, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად  გაბისონიამ განაცხადა. მისი თქმით, ასევე, შესაძლებელია, რომ პროგრამების დადარების ნაწილშიც ბევრი პრობლემა იყოს.   როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიცია არის ძალიან იმპერატიული, რომ შენარჩუნებული იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრენდი.
„ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს 104 წლის გახდა. 6 თებერვალს ქვეყანაში მინისტრის დაბრუნებასთან ერთად დაიწყება შეხვედრები მინისტრთანაც და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები, ალბათ, იქით კვირაში იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერში დაანონსებული იქნა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა. მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმა თვითონ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ასეთი ტიპის რეფორმა 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და, შესაბამისად, მისი აღსრულების ეტაპი დადგა. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ შვიდი გამოწვევა, რაც მითითებულია კონცეფციაში, დაძლეული იქნეს. შესაბამისად, არის გარკვეული ტიპის საკადრო საკითხებიც, ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე ინსტიტუციური საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რომ რეფორმის დროს იქნეს გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება გახლავთ სამინისტროს მიერ გაჟღერებული, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, რაც საშუალებას მოგვცემს, აღნიშნული უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს, დაემატოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური სკოლის მიმართულება, რომელიც ძალიან ძლიერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ აქვთ უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება, ჰყავთ პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, მათი გამოცდილება ერთ დიდ ფლაგმან უნივერსიტეტს ძალიან გააძლიერებს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ, ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს“, – განაცხადა გაბისონიამ.

 

 

მოამზადა ხატია იაშვილმა

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *