კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული
By

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული

„არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს. მისი თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა.

„უნივერსიტეტების პოლიტიზება – ეს იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, – განაცხადა პრემიერმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *