მათიკაშვილი: ევროკომისია რეგულარულად ერევა წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში
By

მათიკაშვილი: ევროკომისია რეგულარულად ერევა წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რომ უდიდესი პრობლემებია ევროკავშირში, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ შეერთებულ შტატებში, არაერთგზის ჰქონდა შესაბამისი განცხადება გაკეთებული ჩვენს ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისივე თქმით, არის მცდელობა, რომ დაბლოკონ ყველაფერი ის, რაც არ აწყობს „დიფ სთეითს“.

„გენდერული საკითხები იქნება, ეროვნული, ეთნიკური იდენტობის საკითხები, თუ ასე შემდეგ, პრაქტიკულად ავლენს ევროკავშირში არსებული სიძულვილის და „დიფ სთეითის“ პოლიტიკის განხორციელების მიმართ ლოიალურ და მაამებლურ პოლიტიკას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით -„უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.

 

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *