By
კაპრალი თემურ დადიანი პირველი ქართველი პარა-ათლეტია
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი თემურ დადიანი გახდა პირველი ქართველი პარა-ათლეტი, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.
სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს ოფიციალური წერილით აცნობა თემურ დადიანის მიერ ლიცენზიის მოპოვების შესახებ.
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს და 6-15 მარტს გაიმართება. თემურ დადიანი პარა ქროს-ქანთრის დიცსიპლინაში იასპარეზებს.
გალერეა
