ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია
By

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ბათუმელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი 2026 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ეს ტიტული ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში ერთი ტურით ადრე გაინაღდა, მან 8-დან 7 ქულა დააგროვა. ტურნირი ათ მონაწილეს შორის წრიული სისტემით ჩატარდა

აღსანიშნავია, რომ ნინომ საქართველოს ქალთა ჩემპიონატი უკვე მეხუთედ მოიგო, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭადრაკის სამყაროში ერთ-ერთი ლიდერია. ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი იყო 2015, 2018, 2020, 2022 წლებში.

ვულოცავთ მას ჩემპიონობას და საჭადრაკო ასპარეზზე ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *