თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
By

თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2 000 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ი. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის იძებნებოდა. „დაკავებული ბ.ი. საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *