სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
By

სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში, სხვადასხვა მიმართულებით, 200-ზე მეტმა საჯარო მოხელემ გაიარა გადამზადება.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების გაგრძელების აუცილებლობას, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს რეგიონში.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *