სამუშაო შეხვედრა გაიმართა
By

სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამინისტროს და სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამინისტრომ აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე გაზარდა. პროგრამების ფარგლებში რეაბილიტაციის 36 000-მდე კურსი დაუფინანსდება 4000-მდე ბავშვს.

ამოქმედდა ახალი პროგრამა რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას დაემატა სენსორული და არტთერაპიის სეანსები, ასევე, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი.

2025 წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 3 500-მა ბავშვმა, დაფინანსდა 27 000-ზე მეტი რეაბილიტაციის კურსი, გამოიყო 7 მილიონი ლარი.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *