By
ძვირად ღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად, დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN კოდის შეცვლის ფაქტი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.