ეთერ ლიპარტელიანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ დასახელდა
პარიზში გამართულ 2026 წლის პირველ გრანდ სლემზე საერთაშორისო ფედერაციამ გასული წლის შედეგების მიხედვით, რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიხარულო ფაქტი გაჟღერდა: ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოში საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დასახელდა. მან 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.
პარიზში ქართველებმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს – ეთერ ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში „წლის მოვლენა“.
მესამე ჯილდო – წლის „საუკეთესო სამწვრთნელო გუნდი“ ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელებს ერგოთ.
ეთერ ლიპარტელიანს პარიზში ჯილდო ევროპის ძიუდოს გაერთიანების პრეზიდენტმა ლასლო ტოტმა გადასცა.
ვულოცავთ ქართველ სპორტსმენს ამ დიდ აღიარებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

